ჩოგბურთი

21:30 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა “ჩელენჯერის” ტურნირი მოიგო

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა “ჩელენჯერის” კატეგორიის ტურნირი მოიგო. ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში გამართული ტურნირი (საპრიზო ფონდი 42 500) ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლოზმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის 122-ე ნომერი, რუსი ანდეი კუზნეცოვი 3 სეტში 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილს რუსის დასამარცხებლად 2 საათი და 18 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზმა 5 ეისი ჩაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. კუზნეცოვს 7 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 6 150 ევრო მოიგო და რეიტინგში 90 ქულა დაიმატა. ამ დროისთვის ლაივ-რეიტინგში ბასილაშვილი 90-ე ადგილზე იმყოფება. ხვალ კი ოფიციალურად განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდება და პირველი შემთხვევა იქნება, როცანიკოლოზ მსოფლიოს 100 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის იქნება.

0.147747