რუსეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში სარანსკის “მორდოვია” მოსკოვში “დინამოს” ეწვია და ოთხგოლა ფრე ეთამაშა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ქართველმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა.
გაშვებულ გოლებში ნუკრის წვლილი არ მიუძღვის. ანგარიში 12-ე წუთზე იონოვმა ახლო მანძილიდან გახსნა – ქართველ კიპერს არანაირი შანსი არ ჰქონია. 24-ე წუთზე ლუტსენკომ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 28-ე წუთზე რევიშვილის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. 28 წლის მეკარემ წინა ტურისგან განსხვავებით 11-მეტრიანის მოგერიება ვერ შეძლო და მატიე ვალბუენამ “დინამო” დააწინაურა. საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე დონალდმა დააფიქსირა, რომელმაც ასევე პენალტის ნიშნულიდან მოახერხა გატანა.
უნდა ითქვას, რომ რევიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის, რომ მისმა გუნდმა ქულა მოიპოვა. მან 45-ე წუთზე სასნინს ძალიან რთული ბურთი აუღო და საკუთარ გუნდს ქულის მოპოვების შანსი შეუნარჩუნა.
“მორდოვიას” ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება.
“დინამო” “მორდოვიას” მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:
http://footyroom.com/dinamo-moscow-2-2-mordovya-2015-07/