ფეხბურთი

13:15 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უელსის თავკაცი: “საქართველოს მსგავსი გუნდის დამარცხება ადვილი არასდროსაა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე D ჯგუფში უელსის გუნდი იქნება. მომავალი მოწინააღმდეგის მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა აღნიშნა, რომ საქართველოს და მოლდოვის მსგავსი გუნდების დამარცხება ადვილი არადროსაა.

“პოზიტიური ჯგუფია. რამდენიმე დიდი მატჩი გველის და ვფიქრობ, მონაწილე გუნდები შესარჩევის ეტაპს მოუთმენლად ელოდებიან. ჯგუფში არის კარგი და ძლიერი გუნდები. ადვილი არასდროსაა საქართველოს და მოლდოვის მსგავსი ნაკრებების დამარცხება. ეს ყოველთვის რთულია. რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე ვიცით ირლანდიის და ავტრიის ნაკრებების სიძლიერე.” – ციტირებს ბბც კოულმენის სიტყვებს.

უელსთან დაპირისპირებაში საქართველოს დადებითი ბალანსი აქვს. ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამჯერვე “ჯვაროსნებმა” იმარჯვეს. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ უელსი თბილისში 5:0 გაანადგურა, ხოლო სტუმრად 1:0 მოიგო. 2008 წელს გამართულ ამხანაგურ მატჩში კი “ჯვაროსნებმა” მეტოქე “ლიბერთი სთედიუმზე” 2:1 დაამარცხეს.

0.128851