საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ D ჯგუფში გრანდი არ მოხვდა და თამაში ყველა გუნდთან შეიძლება.
“გრანდი არცერთი არაა, პირველი ოთხი გუნდი ერთი დონისაა ფაქტობრივად, ამიტომ ვთვლი, რომ შეიძლება თამაში, რაც პრინციპში დასახული გვაქვს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ.” – განუცხადა რუსთავი 2-ს კახა ცხადაძემ.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიზნად მინიმუმ მესამე ადგილზე გასვლა დაისახა. ყველაფერი შეიძლება ამ ჯგუფში მოხვდეს.”
საქართველოს მეტოქეების მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდოვა იქნებიან.