ფეხბურთი

12:02 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “მოგება ყველა მეტოქესთან შეიძლება”

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას განაცხადა, რომ “ჯვაროსნები” მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თანაბარი ჯგუფში მოხვდა და ბრძოლა ყველა მეტოქესთან შეიძლება.

ლევან ყენია: “ნორმალურ ჯგუფში მოვხვდით, გრანდი და უპირობო ფავორიტი არ გვყავს და მოგება ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება. თითოეულ გუნდს თანაბარი შანსი აქვს, ყველაზე ძლიერი მეტოქე ამ ეტაპზე ჩემთვის ირლანდიაა.”

-ნაკრების ფიფას რეიტინგში 153-ე ადგილზეა, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს გულშემატკივრებს გუნდის კარგი თამაშის იმედი?

- ჩვენ ყველანაირად ვეცდებით მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ წარმატების მისაღწევად, რადგან ჩემთვის და ყველა მოთამაშისთვის მუნდიალი საოცნებო ტურნირია. თუ რამის ძალა შეგვწევს შესარჩევში გამოჩნდება.”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე D ჯგუფში უელსის, ავსტრიის, ირლანდიის, სერბეთის და მოლდოვის ეროვნული გუნდები იქნებიან.

0.135064