ფეხბურთი

16:16 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივმა” “მაკაბი” დაამარცხა

თბილისის “ლოკომოტივმა” ავსტრიულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ვასილ მაისურაძის გუნდმა 2:1 დაამარცხა ფეთაჰ-თიკვას “მაკაბი”, რომელმაც გასული სეზონის ისრაელის პრემიერლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა.

მე-16 წუთზე მასპინძელთა კუთხურს დიასამიძის ავტოგოლი მოჰყვა. პირველ ტაიმში გუნდები თანაბარ უპირატესობას ფლობდნენ, შესვენების შემდეგ კი “ლოკომოტივმა” მოიპოვა ინიციატივა.

წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისში აღდგა. 56-ე წუთზე გაგნიძის გრძელი პასის შემდეგ ალექსი ბენაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

თბილისელთაგან გამარჯვების გოლი გიორგი თექთურმანიძემ გაიტანა. “დინამო თბილისის” ყოფილმა ფეხბურთელმა ვატო არველაძის პასი გამოიყენა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსი გამოიყენა.

ლოკომოტივი: მიქავა (კუპატაძე 46), ჩიტეიშვილი (დუმბაძე 46), გეთიაშვილი (გაგნიძე 54), ღაღანიძე (მაკასარაშვილი 74), უბილავა (გაბაძე 74), სამურკასოვი, ქიქავა (ჩიხლაძე 54), დიასამიძე (ღვინიაშვილი 74), ბენაშვილი, კიკნაძე (არველაძე 64), გავაშელიშვილი (ქანთარია 64)

0.109781