ფეხბურთი

15:00 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრანისლავ ივანოვიჩი: “D ჯგუფში ფრთხილად უნდა ვიყოთ”

სერბეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ლონდონის “ჩელსის” მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჩისყრის შემდეგ განაცხადა, რომ ბალკანელებს იდეალურთან მიახლოებული ჯგუფი შეხვდათ.

“თუ ჩვენ ავირჩევდით ჯგუფს, შესაძლოა ამაზე კარგი არჩევანი არც გაგვეკეთებინა, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომელსაც ვიმსახურებთ. უდიდესი ენთუზიაზმით დავიწყებთ საკვალიფიკაციო ეტაპს. ჩვენი ჯგუფი იდეაურთან ძალიან მიახლოებულია, რადგან მესამე კალათიდან ვართ და მუნდიალზე გასვლის იმედი გვაქვს. შესარჩევის დაწყებამდე შორია, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი მონდომებით და გულშემატკივრების მხარდაჭერით რუსეთში გასამართ მუნდიალზე გავემგზავრებით.” – განაცხადა ივანოვიჩმა.

როგორც ბრანისლავ ივანოვიჩი, ასევე სერბეთის მწვრთნელი რადოვან ჩურჩიჩი აღნიშნვას, რომ D ჯგუფი თანაბარი გუნდებითაა დაკომპლექტებული. საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად აღნიშნულ ჯგუფში უელსი, ავსტრია, ირლანდია, სერბეთი და მოლდოვა არიან.

0.116599