ფეხბურთი

11:28 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის თავკაცი: “თანაბარი ჯგუფი შეგვხვდა”

რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე სერბეთი ეროვნული გუნდი იქნება. ბალკანელთა თავკაცმა რადოვან ჩურჩიჩმა განაცხადა, რომ სერბებს ძლიერი ჯგუფი ასცდათ და D ჯგუფი თანაბარი გუნდებითაა დაკომპლექტებული.

“ჩვენ ავიცილეთ სიტუაცია, რომელიც ჯგუფში უპირობო ფავორიტის ყოფნას ითვალისწინებს. D ჯგუფი თანაბარი ჯგუფია და იმედის საბაბს გვაძლევს. მოწინააღმდეგეებიდან გამომდინარე გვაქვს სურვილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დავძლიოთ.” – განაცხადა ჩურჩიჩმა.

D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები სერბეთის გარდა უელსის, ავსტრიის, ირლანდიის და მოლდოვის ეროვნული გუნდები იქნებიან.

0.120457