ჩოგბურთი

10:14 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) ფინალში გავიდა.

ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზმა სამ სეტში ჰოლანდიელი ტიემო დე ბაკერი 3:6, 7:5, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა, დე ბაკერს 10 ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ქართველმა ჩობურთელს 5 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა საიდანაც 4 გამოიყენა, მეტოქესაც 5-ჯერ ჰქოდნა შანსი ბრეიკის შესრულების, მაგრამ მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა.

ბასილაშვილი ფინალში ჰაასე-კუზნეცოვის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალი დღეს რუსულ-ჰოლანდიური წყვილის დასრულების შემდეგ გაიმართება.

0.116991