თურქულ შეკრებაზე ფოთის “კოლხეთმა” ამხანაგურ მატჩში 1:0 დაამარცხა აზერბაიჯანული “ზირე”. ქართული კლუბის პრესსამსახურის ცნობით ერთადერთი გოლი მატჩის 48-ე წუთზე ამბერკ ინჯიბაშვილმა გაიტანა, რომელიც კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.
სასტარტო შემადგენლობა: ძაგანია, ქებურია, თევზაძე, აფხაზავა, ლ.კაკულია, გოგონაია, გურეშიძე, კოშკაძე, ჯიშკარიანი, კალაჯიშვილი, კვარაცხელია
“კოლხეთმა” მეორე ტაიმში განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა: ძაგანია, კილასონია, ბარამიძე, ჩაკვეტაძე, ლომონჯავა, თ.კაკულია, პოლულიახი, სიჭინავა, ინჯიბაშვილი, გოროზია, კუხალეიშვილი.