სანქტ-პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს რა თქმა უნდა, ევროპის კონტინენტის ჯგუფები იწვევდა. საბოლოოდ, ძველი კონტინენტის 52 ქვეყნის ნაკრები 9 ქვეჯგუფში გადანაწილდა. 7 ჯგუფი 6 გუნდისგან შედგა, ხოლო დანარჩენ ორში კი ხუთი ნაკრები განთავსდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ბოლო მეექვსე კალათში ყაზახეთის, ლუქსემბურგის, ლიხტენშტეინის, მალტის, სან მარინოსა და ანდორის ნაკრებებთან ერთად იყო განთესილი, D ჯგუფში მოხვდა. "ჯვაროსნების" მეტოქეები მუნდიალის შესარჩევ ციკლში უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვის ნაკრებები იქნებიან.
სხვა მხრივ, კი საკმაოდ საინტერესო ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომელთაგანაც განსაკუთრებულ ინტერესს G ჯგუფი იწვევს, რომელშიც ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები მოხვდნენ. "ფურიე როხასა" და "სკუადრა აძურას" მეტოქეები კი ალბანეთი, ისრაელი, მაკედონია და ლიხტენშტეინი არიან.
A ჯგუფი
ჰოლანდია
საფრანგეთი
შვედეთი
ბულგარეთი
ბელარუსი
ლუქსემბურგი
B ჯგუფი
პორტუგალია
შვეიცარია
უნგრეთი
ფარერები
ლატვია
ანდორა
C ჯგუფი
გერმანია
ჩეხეთი
ჩრდილოეთ ირლანდია
ნორვეგია
აზერბაიჯანი
სან მარინო
D ჯგუფი
უელსი
ავსტრია
სერბეთი
ირლანდია
მოლდოვა
საქართველო
E ჯგუფი
რუმინეთი
დანია
პოლონეთი
მონტენეგრო
სომხეთი
ყაზახეთი
F ჯგუფი
ინგლისი
სლოვაკეთი
შოტლანდია
სლოვენია
ლიტვა
მალტა
G ჯგუფი
ესპანეთი
იტალია
ალბანეთი
ისრაელი
მაკედონია
ლიხტენშტეინი
H ჯგუფი
ბელგია
ბოსნია
საბერძნეთი
ესტონეთი
კვიპროსი
I ჯგუფი
ხორვატია
ისლანდია
უკრაინა
თურქეთი
ფინეთი
ევროპის კონტინენტიდან ფიფას მსოფლიო თასზე 13 ნაკრები გააღწევს. ჯგუფების გამარჯვებულები რუსეთის საგზურს ავტომატურად მიიღებენ, ხოლო დანარჩენი 4 ნაკრების ვინაობას კი რვა საუკეთესო მეორე ადგილოსანი პლეი-ოფები გაარკვევს. ხსენებულ 13 ნაკრებს კი მასპინძელი რუსეთი დაემატება, რომელიც შესარჩევი ეტაპიდან თავისუფალია.
ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 14 ნოემბერს დასრულდება.