მარტვილის “მერანმა” შინ ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა ხონის “იმერეთი”, რომლის კონსულტანტად კობა ჟორჟიკაშვილი მუშაობს.
როგორც “მერანის” პრესსამსახური იუწყება, გამარჯვებულთა შორის მეკარე თორნიკე ზარქუამ ითამაშა, გუნდს დაუბრუნდა დავით ციცხვაია, დაცვის ხაზი კი გიორგი პაჭკორიამ გააძლიერა.
პირველი ტაიმი ვლადიმერ ლობასის გუნდმა 1:0 მოიგო. გიგა წურწუმიამ ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა.
მეორე ტაიმში ხონელებმა წონასწორობა თერთმეტმეტრიანით აღადგინეს, თუმცა მატჩის მიწურულს ქარდავამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
1 აგვისტოს “მერანი” შინ წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.