ნაგოიას ბაშოს დასკვნითი დღის წინ, ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს თანაბარი ბალანსი (7 მოგება, 7 მარცხი) გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბედი დასკვნით შერკინებაში გაირკვევა.
აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა მორიგ გამარჯვება თანამემამულე გაგამარუსთან იზეიმა. გორგაძემ დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს იორიკირით აჯობა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს 5 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა.
ტოჩინოშინს დასკვნითი ბრძოლა დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან ელის და წარმატების კარგი შანსი აქვს, რადგანაც მონღოლ სუმოისტს გასული 14 შერკინებიდან 11 წაგებული აქვს.
ცნობისთვის, თუკი გორგაძემ მე-8 მოგებაც მიითვალა, ივლისის სუპერტურნირს დადებითი ბალანსით (კაჩი-კოში) დაასრულებს და რაც მთავარია, სანიაკუს (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) წევრიც გახდება.
თუ ვინ გახდება “იმპერატორის თასის” მფლობელი ასევე დასკვნით დღე გახდება ცნობილი. ყველაფერი მონღოლი იოკოძუნების ჯახში გაირკვევა: 13 მოგების მქონე ჰაკუჰო კაკურიუს გაეჯიბრება, ვის აქტივშიც 12 გამარჯვებაა.
ივლისის ბაშოს მე-14 დღის მიმოხილვა
ტოჩინოშინის და გაგამარუს ორთაბრძოლა 7:07-დან