ფეხბურთი

16:52 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე გამოჯანმრთელდა და “ემპოლის” რიგებში სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი iltirreno.gelocal.it-ი იუწყება.

მჭედლიძეს მუხლი აწუხებდა და ამიტომ, სერია A-ში მოასპარეზე გუნდის რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა. თუმცა, ახლა მწყობრშია და თანაგუნდელებს შეუერთდა.

განვლილ სეზონში, 25 წლის თავდამსხმელმა “ემპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.113834