ფეხბურთი

14:19 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” არსებობის ისტორიაში პირველ ჩინელს დაიმატებს

ჩინური საინფორმაციო სააგენტო “შინხუას” ინფორმაციით, ჩინეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი და “გუანჯოუს” შემტევი ნახევარმცველი ლინ ლიანგმინი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. ესპანური გრანდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 300 000 ევროს გადაიხდის.

ესპანური “მარკას” ცნობით, “სამეფო გუნდი” ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებას კვლავ აწარმოებს და კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს.

ლინი გახდება პირველი ჩინელი ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდის “რეალი” თავისი არსებობის ისტორიაში დაიმატებს. ლიანგმინის ახალ გუნდში გადასვლის შემთხვევაში, 19 წლის შემტევს “კასტილიას” შემადგენლობაში მოუწევს თამაში და 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაზეც მიიღებს მონაწილეობას.

0.115819