ფეხბურთი

13:47 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძე “ჟილ ვისენტეში” დარჩა

“ჟილ ვისენტეს” პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონში დაქვეითების მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელი ავთო ებრალიძე გუნდში დარჩა.

ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში “ჟილ ვისენტემ” ამხანაგური მატჩი “რიუ ავესთან” ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე მისი პასით პაულინიომ ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის შემდეგ ებრალიძე შეცვალეს.

განვლილ სეზონში, ავთომ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.120308