ჩეხეთის საფეხბურთო სინოტ ლიგის (უმაღლესი ლიგა) პირველმა ტურმა ლევან ყენიას გარეშე ჩაიარა.
პრაღის “სლავიამ”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად “პლზენთან” 1:2 წააგო, ხოლო ყენია 18-კაციან განაცხადში არ იყო. მას ტრავმა აწუხებს და ბოლო პერიოდში გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.
გასულ სეზონში 24 წლის ქართველმა “სლიავიაში” 14-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.