ფეხბურთი

11:32 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილის “დუბლი” “საბურთალოსთან”

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის განახლებამდე თბილისის “დინამომ” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური მატჩი თანაქალაქელ “საბურთალოსთან” ჩაატარა და 4:1 გაიმარჯვა (VIDEO).

“დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი, 46), კაკაბაძე (ტვილდიანი, 63), რენე ფერეირა (გველესიანი, 46), ჭელიძე, თევზაძე (გურული, 46), ცინცაძე, პარუნაშვილი (ჯანელიძე, 46), ჯიღაური (ჭანტურიშვილი, 46), კიტეიშვილი (საბა ლობჟანიძე, 63), იაშვილი (არაბული, 46), ქვილითაია (ვოლკოვი 74).

უმაღლესი ლიგის დებიუტანტ “საბურთალოს” თავკაცმა გია ჭიაბრიშვილმა შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

პირველი ტაიმი: ქურდაძე, ბეროშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ჩაბრაძე, სოფრომაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ფანცულაია, გვარაძე, გოშთელიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ჯაბა დვალი, ჩოჩიშვილი, ნიკოლაშვილი, ხორხელი, შიხაშვილი, ვაჭარაძე, ბიძინაშვილი.

გოლი: 1:0 ჯიღაური (8) 2:0 იაშვილი (10) 3:0 იაშვილი (43) (პენ) 4:0 ჭანტურიშვილი (61) 4:1 ხორხელი (64)

მატჩის მე-8 წუთზე ანგარიში ჯაბა ჯიღაურმა გახსნა. ამის შემდეგ, მე-10 წუთზე თავის იაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 43-ე წუთზე პენალტიც გამოიყენა. 61-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა მეტოქის კარი მეოთხედ აიღო. “საბურთალოდან” ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გიორგი ხორხელმა გაიტანა.

“დინამოში” გიორგი პაპუნაშვილს არ უთამაშია, რომელიც მოლაპარაკებას გერმანიის ბუნდესლიგის ბრემენის “ვერდერთან” აწარმოებს.

0.117602