ფეხბურთი

21:09 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგესი “ინდეპენდიენტეში” გადავიდა

ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველმა კრისტიან როდრიგესმა მადრიდის “ატლეტიკო” დატოვა და კარიერას არგენტინულ “ინდეპენდიენტეში” განაგრძობს. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

29 წლის ნახევარმცველი ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდა და ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კრისტიანი მადრიდული კლუბის ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 98 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.120711