კალათბურთი

20:50 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბატლერი “საკრამენტოში” გადავიდა

“საკრამენტო კინგზმა” 35 წლის მსუბუქი ფორვარდი კერონ ბატლერი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ბატლერმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 3 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ბატლერი 2011 წელს “დალას მავერიკსთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა. განვლილ სეზონში ფორვარდი “დეტროიტ პისტონზის” ღირსებას იცავდა. ბატლერი ნბა-ს 15 წლიან კარიერაში საშუალოდ მატჩში 14.3 ქულას და 5.1 მოხსნას აკეთებდა.

0.114962