ფეხბურთი

21:02 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიტცფელდს "ბაიერნის" მდგომარეობა არ მოსწონს

ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა ოტმარ ჰიტცფელდმა, რომელიდ ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას აღარ ეწევა, მიუნხენის "ბაიერნში" მიმდინარე პროცესები დაიწუნა. 66 წლის მწვრთნელის თქმით, "ბაიერნში" ბევრი ესპანელი ფეხბურთელი ირიცხება.

"ბაიერნი" ყურადღებით უნდა იყოს. გუნდში პირველ რიგში გერმანულ ენაზე უნდა საუბრობდნენ და არა ესპანურად. პირველი მიზანი საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელების შეძენა უნდა იყოს, თუმცა ტენდეცია სხვაგვარია - უცხოელების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი", - უთხრა ჰიტცფელდმა გამოცემა "კიკერს".

ოტმარ ჰიტცფელდი "ბაიერნს" 1998-2004 და 2007-2008 წლებში ხელმძღვანელობდა და "რეკორდმაისტერს" 2001 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა. 2008-2014 წლებში კი ჰერ ოტმარი შვეიცარიის ნაკრებს ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116901