სხვა

14:48 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს 2 ნაბიჯიღა დარჩა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაგოიაში ბაშოზე 7 მარცხის წილ მე-6 გამარჯვება იზეიმა და თუკი დარჩენილ ორ ბრძოლასაც მოიგებს, დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) გაინაღდებს.

აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკაიასუს ოკურიდაშით აჯობა, მომდევნო ბრძოლა კი თანამემამულე გაგამარუსთან ელის, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:2 ამარცხებს.

გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა 8 მარცხის ფონზე მე-5 გამარჯვება იზეიმა. მან დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰოს იორიკირით აჯობა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ივლისის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯება და უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) ვეღარ გადაურჩება.

ნაგოიას ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო იქცა, რომელმაც მე-12 მოგება ოძეკი გოეიდოსთან იზეიმა. 11 გამარჯვება შერჩა მონღოლვე იოკოძუნა კაკურიუს, რომელმაც ოძეკი კისენოსატოსთან წააგო.

0.126924