შვეიცარიის ქალაქ ბილში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა საჭადრაკო ფესტივალზე მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. გამორჩეულ ინტერესს იწვევდა პარტიები ლიდერთა მონაწილეობით. სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ნავარა და ვოიტაჩე კი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ხოლო ვაშიე-ლაგრავი ერთ-ერთ აუტსაიდერ რაპორტს ეთამაშებოდა. ნავარამ შეძლო გამარჯვების მოპოვება და ერთპიროვნული ლიდერი გახდა, ხოლო ვაშიე-ლაგრავი ყაიმს დასჯერდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
მომდევნო ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევსპირველ-მეორე ადგილებზე მყოფი ნავარასა და ვაშიე-ლაგრავის შეხვედრა, სადაც თეთრებით ვაშიე-ლაგრავი ითამაშებს.
მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
მიხაელ ადამსი (ინგლისი) – პაველ ელიანოვი (უკრაინა) 0-1
დავიდ ნავარა (ჩეხეთი) – რადოსლავ ვოიტაჩეკი (პოლონეთი) 1-0
რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0.5-0.5
მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი
ვაშიე-ლაგრავი – ნავარა
ელიანოვი – რაპორტი
ვოიტაჩეკი – ადამსი
სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ:
1. ნავარა – 3 ქულა
2. ვაშიე-ლაგრავი – 2.5
3. ვოიტაჩეკი – 2
4-6. ადამსი, რაპორტი, ელიანოვი – 1.5-1.5