შოთა არველაძის “ტრაბზონმა” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში “დიფერდანჟი” სტუმრად 2:1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში ლუქსემბურგის გუნდს 3:1 სძლია.
“მეორე მატჩი უფრო გაგვიადვილდა. ეტაპობრივად გუნდის თამაში ვითარდება და ფეხბურთელები ფორმაში შედიან. მომდევნო მატჩისთვის “ტრაბზონი” კიდევ უფრო კარგად ითამაშებს”, – განაცხადა არველაძემ მატჩის შემდეგ.
შოთას და მისი თანაშემწის გიორგი დევდარიანის თურქულ გუნდში მისვლის შემდეგ, “ტრაბზონმა” ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. თურქული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიურ “რაბოტნიჩკის” დაუპირისპირდება.