ქართველი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ დარმშტადტში გამართულ ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი) გამოეთიშნენ.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, სოფომ ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში მე-2 ნომრად განთესილ რომინა ოპრანდისთან 6:3, 1:6, 4:6 წააგო, გუშინ კი წყვილებშიც დამარცხდა.
მე-2 ნომრად განთესილი შაფათავამ და გორგოძემ თურქულ-გერმანულ დუეტთან (ოზგენი-შაეფერი) პირველი სეტი კი მოიგეს, თუმცა, საბოლოოდ, კორტი დამარცხებულებმა დატოვეს – 6:3, 4:6, 4:10.