ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” გუნდის 31 წლის პუერტორიკოელ გამთამაშებელს ხოსე ხუან ბარეას კონტრაქტი 4 წლით გაუხანგრძლივა. ახალი კონტრაქტის თანახმად ბარეა 16 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ბარეა “დალასში” 2006 წლიდან 2011 წლამდე თამაშობდა. 2011-ში პუერტორიკოელი “დალასთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებაში გამთამაშებელმა თავისი წვლილი შეიტანა. შემდეგ კალათბურთელი “მინესოტაში” გადაბარგდა და 2014 წელს კვლავ “მავერიკსს” დაუბრუნდა.