ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე წყვილები ცნობილია. პირველი მატჩები 28-29 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 4-5 აგვისტოს შედგება.
გთავაზობთ კლუბების სიას, რომლებმაც მეორე ეტაპის გადალახვის შემდეგ მოიპოვეს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება.
ლეხი (პოზნანი, პოლონეთი) – ბაზელი (შვეიცარია)
მილსამი (ორჰეი, მოლდოვა) – შკენდერბეუ (კორცე, ალბანეთი)
ჰიკი (ჰანკო, ფინეთი) – ასტანა (ყაზახეთი)
სტიაუა (ბუქარესტი, რუმინეთი) – პარტიზანი (ბელგრადი, სერბეთი)
სელტიკი (გლაზგო, შოტლანდია) – ყარაბაღი (აგდამი, აზერბაიჯანი)
მიდტიულანდი (დანია) – აპოელი (ნიქოზია, კვიპროსი)
მაკაბი (თელ-ავივი, ისრაელი) – ვიქტორია (პლზენი, ჩეხეთი)
დინამო (ზაგრები, ხორვატია) – მოლდე (ნორვეგია)
ვიდეოტონი (სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი) – ბატე (ბორისოვი, ბელარუსი)
ზალცბურგი (ავსტრია) – მალმიო (შვედეთი)
გთავაზობთ გუნდების სიას, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მესამე ეტაპიდან ჩაერთვებიან.
ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – შახტარი (დონეცკი, უკრაინა)
პანათინაიკოსი (ათენი, საბერძნეთი) – ბრიუგე (ბელგია)
იანგ ბოიზი (ბერნი, შვეიცარია) – მონაკო (საფრანგეთი)
ცსკა (მოსკოვი, რუსეთი) – სპარტა (პრაღა, ჩეხეთი)
რაპიდი (ვენა, ავსტრია) – აიაქსი (ამსტერდამი, ჰოლანდია)