კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბისა და კლუბის პერსონალის წევრებს, 20 ადამიანს, ბოლო თაობის მობილური ტელეფონები აჩუქა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo იუწყება.
სხვათა შორის, რონალდუსთვის ეს საქციელი არახალია, რადგან ბოლო წლებში “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი მსგავს სურპრიზებს მუდმივად აკეთებს. მაგალითად, ერთი წლის წინ, “რეალის” თანამშრომლებმა მისგან აიფონები და აიპადები მიიღეს – ვისაც რა სურდა, ის აირჩია.
ამჟამად, მადრიდის “რეალი” შეკრებას ავსტრალიაში გადის.