ფეხბურთი

16:57 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მორდოვიას” თავკაცი: “რევიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ბურთი კარს სცდებოდა”

სარანსკის “მორდოვიას” მთავარი მწვრთნელის ანდრეი გორდეევის აზრით, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის პირველ ტურში მოსკოვის “ლოკომოტივთან” მატჩში (0:1) გოლის გაშვების დროს, ნუკრი რევიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ბურთი კარს სცდებოდა.

“გაშვებული გოლის მომენტი ძალიან არაერთგვაროვანია. სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ გუნდი მოედანზე პირველად გავიდა და ამიტომ, ყველაფერი ხდება. რევიშვილი ასი პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ ბურთი კარს სცდებოდა. ყველა ფეხბურთელმა ნუკრი გაამხნევა. როგორც გამარჯვების, ასევე, მარცხის დროს ერთად ვართ და წინსვლას გავაგრძელებთ”, - იუწყება გორდეევის სიტყვებს ინტერნეტპორტალი championat.com-ი.

0.128314