ფეხბურთი

15:36 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი “ვიტესის” ახალი “ათიანია”

ჰოლანდიის ერედივიზიონში მოასპარეზე არნემის “ვიტესის” ახალი “ათიანი” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გახდა.

“ვიტესის” პრესსამსახურის ინფორმაციით, სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელებმა მიასურები აირჩიეს და ყაზაიშვილმა 10 ნომერი მიიღო, რომელიც მანამდე გუნდიდან წასულ დევი პროპერს ეცვა.

22 წლის ყაზაიშვილისთვის განვლილი სეზონში “ვიტესში” კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა. მან ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, რითაც არნემელებს უეფას ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

“ვიტესის” კაპიტან გურამ კაშიას ნომერი არ შეუცვლია და კვლავ 37-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.122208