სხვა

14:47 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს სამივე ბრძოლის მოგება სჭირდება

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ნაგოიას ბაშოზე დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს ინარჩუნებს და ამისთვის, დარჩენილი სამივე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა 7 მარცხის ფონზე მე-5 გამარჯვება (იორიკირით) დასავლეთის პირველ მაეგაშირა სადანოუმისთან იზეიმა. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკაიასუ იქნება, რომელსაც ჩვენებურის დარი ბალანსი აქვს.

სამუხაროდ, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ივლისის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯება.

გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტოკიტენკუსთან უვატენაგეთი წააგო და 4 მოგების წილ მე-8 მარცხი გაიფორმა, ამდენად, უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) ვეღარაფრით გადაურჩება.

ნაგოიას ბაშოს მე-13 დღეს ქართველი გოლიათი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰოს გაეჯიბრება.

უკვე ნათელია, რომ “იმპერატორის თასი” მონღოლ იოკოძუნებს შორის გათამაშდება. ჰაკუჰო და კაკურიუ 11-11 მოგებით ლიდერობენ და თუკი წარმატებული სვლა განაგრძეს, უძლიერესის ვინაობას, სავარაუდოდ, ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ.

ივლისის ბაშოს მე-12 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 6:15-დან, ტოჩინოშინის 8:20-დან

0.11248