ჭადრაკი

11:54 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარია დიდ საერთაშორისო  ტურნირს მასპინძლობს

შვეიცარიის ქალაქი ბილი ვაჟ მოჭადრაკეთა ტრადიციულ ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც მსოფლიოს 6 წამყვანი სპორტსმენი მონაწილეობს. მათგან 5 700-იანთა კლუბის წევრია, რომლებსაც 2740 ქულით მიხაელ ადამსი (ინგლისი) ლიდერობს.

გთავაზობთ ტურნირის მონაწილეთა შემადგენლობას და მათ კოეფიციენტს რომელიც ასპარეზობის დაწყების წინ ჰქონდათ: მიხაელ ადამსი (ინგლისი, 2740), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2733), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2731), დავიდ ნავარა (ჩეხეთი, 2724), პაველ ელიანოვი (უკრაინა, 2723) და რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი, 2671).

სამი ტურის შემდეგ ფესტივალს ვაშიე-ლაგრავის, ვოიტაშეკისა და ნავარას ტრიო ლიდერობს, რომლებსაც 2-2 ქულა აქვთ.

მესამე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ვოიტაშეკი - ელიანოვი 1:0

ადამსი - ვაშიე-ლაგრავი 0:1

ნავარა - რაპორტი 1:0

მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი

ელიანოვი - რაპორტი

ვაშიე-ლაგრავი - ნავარა

ვოიტაშეკი - ადამსი

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ

1-3 ვაშიე-ლაგრავი, ვოიტაშეკი, ნავარა 2-2 ქულა

4 ადამსი 1,5

5 რაპორტი 1

6 ელიანოვი 0,5

0.115291