დასრულდა ჭადრაკში ორი გრანდის ჩინეთისა და რუსეთის ვაჟ მოჭადრაკეთა შეხვედრა, რომელსაც ჩინეთის ქალაქი ნინბო მასპინძლობდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 14:11 ჩინეთის სასარგებლოდ. შეხვედრა რომელიც 5 ტურისაგან შედგებოდა, ჩინეთმა ორი შეხვედრა 3:2 და 3,5:1,5 მოიგო ხოლო სამი მატჩი ფრედ 2,5:2,5 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ გუნდების შეხვედრა 5 ტურისაგან შედგებოდა თითოეული გუნდი 5-5 მოჭადრაკით იყო დაკომპლექტებული. ჩინეთის ნაკრებში თავიდან გუნდის ლიდერი იუ იანგი (2736) თამაშობდა, რომელიც შემდეგ იუ იუანგუიმ შეცვალა. მასპინძელთა დანარჩენი წევრები იყვნენ ვეი იუი (2724), ბუ ხიანქში (2695), ლუ შანგლეი (2595) და ვანგ ჩენი (2521).
რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს სტუმართა რიგებში პიოტრ სვიდლერი (2740), ნიკიტა ვიტიუკოვი (2734), მაქსიმ ნატლაკოვი (2691), ვლადიმირ ფედოსეევი (2664) და დანილ დუბოვი (2661) გამოდიოდა.