თამაშგარე

10:34 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ ჰოლივუდის მსახიობს ეფანცქვალება

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რინალდუ ირინა შეიკს დაშორდა, ალბათ არავინ მოველოდით პორტუგალიელი მეგოლისგან ტარიელივით წყლის პირას ჯდომას, თავში ხელების ცემასა და ცრემლთა დენას, რადგან არც კრიშტიანუა შოთა რუსთაველის გმირი და ის დროც კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა, სატრფოს დაკარგვის გამო ხალხი რომ თავპირს ცრემლებით ისიებდა.

როგორც ამერიკული ბულვარული მედია იუწყება, კრიშტიანუ რონალდუმ უკვე გაიჩინა ახალი გულისსწორი, რომელიც ირინა შეიკზე ნაკლებად ცნობილი ქალი ნამდვილად არაა და თუკი ეს ჭორები გამართლდა, შესაძლებელია რონალდუს პოპულარობა წარმატებული ფეხბურთელის იმიჯს ბევრად გაცდეს.

საუბარია წარმოშობით ავსტრალიელ მსახიობზე, 26 წლის მშვენიერ მარგო რობიზე, რომელიც რონალდუსთან მეგობრობას არ მალავს და მასთან საღლაბუცოდ კრიშტიანუმ მთები და ზღვები გადაიფრინა და ჰოლივუდში ჩავიდა. კინოს მოყვარულ ხალხს თუ დავუჯერებთ, მარგო რობის მეგავარკვლავობამდე სულ ცოტა უკლია და გარეგნულადაც მის დამწუნებელს თვალები იალბუზს იქეთ ჰქონია დაკოსებული.

0.355337