არნემის “ვიტესმა” ამხანაგურ მატჩში 3:2 დაამარცხა ტრიპოლის “ასტერასი”. ჰოლანდიური კლუბის შემადგენლობაში გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშეს.
ბერძნულმა “ვერიამ” ამხანაგურ მატჩში 1:0 დაამარცხა თურქული “ოსმანლისპორი”. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი მერებაშვილი, ერთადერთი გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის მიერ წამოწყებულ შეტევას მოჰყვა. მერებაშვილი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.
“ემპოლიმ” ამხანაგურ მატჩში 6:2 დაამარცხა სერია D-ს წარმომადგენელი “კამაორე”. ლევან მჭედლიძეს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.