ფეხბურთი

18:30 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: "ჩემი მომავალი რაიოლას ხელშია"

საფრანგეთის ჩემპიონმა "პარი სენ ჟერმენმა" ამხანაგურ მატჩში ფლორენციის "ფიორენტინა"4:2 დაამრცხა. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზელთა შვედმა ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თამაში შეაფასა და თავის მომავალზეც გააკეთა მცირე კომენტარი:

"მოვიგეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური თამაში იყო. გახარებულები ვართ, ფიზიკურად კარგად გამოვიყურებოდით და ჩემპიონატისთვის მზადებას განვაგრძობთ.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, იგი ჩემი აგენტის, მინო რაიოლას ხელშია", - უთხრა ზლატანმა "სქაი სპორტს".

ზემო აღნიშნულ მატჩში იბრაჰიმოვიჩმა ერთი გოლის გატანა შეძლო.

0.143637