ევროპის საუკეთესო კლუბმა კატალონის "ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ლუის ენრიკეს შეგირდებმა პასადენაში "ლოს ანჯელეს გალაქსი" ლუის სუარესისა და სერხი რობერტოს გოლებით 2:1 დაამარცხეს.
ამ მატჩში კი ერთი საინტერესო რეკორდი დაფიქსირდა - მატჩს 93 226 მაყურებელი დაესწრო. ასეთი მაღალი დასწრება კი აშშ-ში არ ყოფილა იმ შეხვედრებში, რომელშიც ერთი გუნდი მაინც ამერიკული გახლდათ.