ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა გერმანიის ქალაქ დარმშტადში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირის ერთეულთა შეჯიბრს პირველივე წრეში გამოეთიშა.
შაფათავა საწყის რაუნდში მე-2 ნომრად განთესილ შვეიცარიელ რომინა ოპრანდის გაეჯიბრა და 6:3, 1:6, 4:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში ეკატერინე გორგოძეს და შაფათავას მე-2 განთესვა გააჩნიათ და პირდაპირ მეოთხედფინალში არიან დაშვებულნი, სადაც თურქ ოზგენს და გერმანელ შაეფერს ეთამაშებიან.