საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდო კობახიძე დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” ბრუნდება.
ურაინულ ტელეარხ “ფუტბოლ 1”-ის ინფორმაციით, “დნიპრომ” ლუცკის “ვოლინში” განათხოვრებული კობახიძე დაიბრუნა და მიმდინარე სეზონში ქართველი დნეპროპეტროვსკელთა ღირსებას დაიცავს. არადა, კობახიძემ ახალ სეზონში “ვოლინში” უკვე ითამაშა და პოლტავის “ვორსკლასთან” სტუმრად გამართულ მატჩში (1:1) გოლიც გაიტანა.
დამკვიდრდება თუ არა ქართველი შემტევი ნახევარმცველი “დნიპროში”, ამას სეზონი აჩვენებს. შეგახსენებთ, რომ “დნიპროში” კობახიძეს საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა დახვდება.