უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გორში ადგილობრივ “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანის” საპასუხო მატჩი სერბებმა 2:0 მოიგეს. მათ ბელგრადში 1:0 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
სტუმრებიდან ანგარიში 37-ე წუთზე ბრაშანაცმა გახსნა. 64-ე წუთზე, ბელგრადელთა ნიგერიელმა ლეგიონერმა ოუმარუმ მეტოქის კარი მეორედ აიღო.
დილა: შევჩენკო, ხურცილავა, ბაგაევი, კვახაძე (კ), ნავალოვსკი, პაპავა (კვირკვია, 46), ძარია, გვალია, ილურიძე (მაშუკოვი, 46), მოდებაძე, მარცვალაძე (მარცვალაძე, 82).
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.
პარტიზანი: ჟივკო ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, ნემანია პეტროვიჩი, ბალაჟიცი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი, ბაბოვიჩი (კ), ანდრია ჟივკოვიჩი, იევტოვიჩი, ოუმარუ (საპონიჩი. 87), ბოჟინოვი (ნინკოვიჩი, 68).
მთავარი მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი.
გოლები: 0:1 ბრაშანაცი (37), 0:2 ოუმარუ (64).
გაფრთხილება: მოდებაძე (18), ბრაშანაცი (48), ბალაჟიცი (60), ნავალოვსკი (68), მარცვალაძე (68)
მთავარი მსაჯი: დანიელ სტეფანსკი (პოლონეთი).