სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთი რელიგიის დონეზე რომაა ძველი ამბავია. ისიც არახალია, რომ ეს კონტინენტი ევროპას ნიჭიერი ტალანტებით ამარეგბდა და ამარაგებს.
დღეს სამხრეთ ამერიკაზე სხვა ჭრილში ვისაუბრებთ - წარმოგიდგენთ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ამ კონტინეტზე დაბრუნებულ იმ ფეხბურთელთა ათეულს, რომლებმაც იქაური გუნდები გააძლიერეს. ჩამონათვალი კი ერთობ საინტერესოა და ისეთ ცნობილ მოთამაშეებს შეხვდებით, როგორებიც კარლოს ტევესი, რონალდინიო, ლუჩო გონსალესი, დიეგო ფორლანი და სხვები არიან...
იკეჩუკვუ უჩე ("ტიგრესი") - ნიგერიელმა ფორვარდმა ესპანეთის ლა ლიგაში საკმაოდ სტაბილურად თამაშის შემდგომ მექსიკურ კლუბს მიაშურა.
ლუჩო გონსალესი ("რივერ პლეიტი") - არგენტინელ ფეხბურთელს ევროპაში პორტუგალიური "პორტუსა" და ფრანგული "მარსელის" რიგებში წარმატებით უთამაშია. მშობლიურ გუნდს კი ყატარულ "ალ რაიანში" გატარებული ერთწლიანი ოდისეის შემდგომ დაუბრუნდა.
დიეგო მარტინ როდრიგესი ("ინდეპენდიენტე") - იტალიურ "უდინეზესა" და არგენტინულ "გოდოი კრუზში" ვერ დამკვიდრების შემდეგ 25 წლის ურუგვაელმა არგენტინული "ინდეპენდიენტეს" მაისური მოირგო და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევა.
დიეგო ფორლანი ("პენიაროლი") - ლეგენდარული ურუგვაელი თადამსხმელი დიეგო ფორლანი იმ გუნდში ჩაირიცხა, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული ქომაგობდა. 36 წლის ფორვარდმა სამშობლოში დაბრუნება, ევროპაში, ბრაზილიასა და აზიაში თამაშის შემდგომ გადაწყვიტა.
ლუკას ბარიოსი ("პალმეირასი") - არგენტინული ფესვებისა და პარაგვაული პასპორტის მქონე თავდამსხმელი ფრანგულ "მონპელიეში" გატარებული სეზონის შემდეგ ბრაზილიურ "პალმეირასში" ჩაირიცხა. "დორტმუნდის" ექს ფორვარდმა კოპა ამერიკაზე მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო და გასაკვირი არაა, რომ "პალმეირასი" მისი სამსახურით დაინტერესდა.
პაულო გერერო ("ფლამენგო") - კოპაზე კიდევ ეფრო წარმატებით გამოვიდა პერუელი პაულო გერერო. "ბაიერნის" ყოფილმა შემტევმა თავის ნაკრებს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე საპატიო მესამე ადგილი დააკავებინა. გერერო "ფლამენგოში" გადავიდა, რომლის რიგებშიც სადებიუტო მატჩში გამარჯვების გოლიც გაიტანა.
რონალდინიო ("ფლუმინენსე") - რიოს მეორე გუნდში ჩაირიცხა ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდინიო. რომელიც სამშობლოში მექსიკურ "კერეტაროში" ასპარეზობის მერე დაბრუნდა.
პიერ-ანდრე ჟინიაკი ("ტიგრესი") - ფრანგ პიერ-ანდრე ჟინიაკს ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი თავისთან ეპატიჟებოდა, თუმცა "მარსელის" ყოფილმა თავდამსხმელმა მექსიკურ "ტიგრესში" გადაბარგება ამჯობინა.
კარლოს ტევესი ("ბოკა ხუნიორსი") - ტურინის "იუვენტუსის" მიერ გასულ სეზონში მიღწეულ წარმატებებში კარლოს ტევესის წვლილი დიდია. 30 წლის ფეხბურთელმა კი როგორც იქნა სურვილი აისრულა და მშობლიურ კერას დაუბრუნდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ტევესის წარდგენა "ბობონერაზე", რომელსაც 60 ათასამდე ინჩასი დაესწრო.