ჩოგბურთი

16:06 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მორიგ 250-ათასიანზე

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ გასულ კვირას ბუქარესტის 250-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრის მოგება მოახერხა, ამ კვირაში კი ანალოგიური საპრიზო ფონდის მქონე სტამბოლის ტურნირში ჩაერთვება.

TEB BNP Paribas Istanbul Cup-ზე კალაშნიკოვა ნადია კიჩენოკთან გახლავთ შეამხანაგებული. ქაღთველ და უკრაინელ ჩოგბურთელებს მე-3 განთესვა გააჩნიათ და პირველ წრეში ისინი ტაივანელ ჩანს და ამერიკელ მელიჩარს გაეჯიბრებიან.

0.11731