ფეხბურთი

16:53 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალადაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-3 ტურში ტომსკის “ტომმა” თავის მოედანზე “ბაიკალი” 2:1 დაამარცხა. რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ანზორ სანაია თამაშში 71-ე წუთზე შეცვლაზე ჩაერთო, მაგრამ წინა ორი ტურისგან განსხვავებით, ამჯერად გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, სტუმრებში თავი 25 წლის ფორვარდმა დავით კორტავამ გამოიჩინა, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს. ის 75-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და 84-ე წუთზე ანგარიში ერთი ბურთით შეამცირა. “ტომსკი” 20-გუნდიან პირველ დივიზიონს 9 ქულით ლიდერობს, ხოლო "ბაიკალი" უქულოდ მე-17 პოზიციაზეა.

ხაბაროვსკში ადგილობრივმა “სკა-ენერგიამ” სარატოვის “სოკოლოთან” 1:2 წააგო. მარჯვენა მცველმა კახა ალადაშვილმა მიმდინარე სეზონში მასპინძლებში პირველად ითამაშა. ის მოედანზე პირველი ტაიმის მერე შევიდა. რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ლაშა იმედაშვილი “სკა-ენერგიას” 18-კაციან განაცხცადში არ იყო. ხაბაროვსკელებს ერთი ქულით მე-15 ადგილი უკავიათ.

არმავირის “ტორპედომ” სტუმრად ტულის “არსენალთან” 0:0 ითამაშა. არმავირელებში ირაკლი ჭეჟიამ და დავით ხურციძემ სრულად იასპარეზეს. ლევან ჯღარკავა და ირაკლი გეფერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველი მე-60 წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 90-ზე. ნიკა ფილიევი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა. ხუთივე მოთამაშე რუსეთის მოქალაქეა. “ტორპედო”, რომელსაც ვალერი კარპინი წვრთნის 3 ქულით მეთოთხმეტეა.

კრასნოიარსკის “ენისეი” სახლში კალინინგრადის “ბალტიკას” დაუზავდა – 1:1. მეკარე გიორგი შელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სრულად ითამაშა. ნიკა ჩხაპელია სტუმართა თადარიგში იყო. ორივე რუსეთის მოქალაქეა. “ენისეი” ერთი ქულით მეთექვსმეტეა, ხოლო “ბალტიკა” 7 ქულით – მესამე.

იაროსლავლის “შინიკმა” მოსკოვის “სპარტაკი 2” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მასპინძლებში ედუარდ ბულიამ 84-ე წუთიდან ითამაშა. მას რუსული პასპორტი აქვს. “შინიკი” 4 ქულით მეთორმეტეა.

ესტონეთის მეისტრილიგის მე-19 ტურში, ტალინის “ფლორამ” სახლში “პაიდეს” 1:0 აჯობა. შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა გამარჯვებულთა შორის 64-ე წუთიდან ითამაშა.

0.115234