ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ნაგოიას ბაშოზე დადებითი ბალანსისთვის (კაჩი-კოში) ბრძოლას განაგრძობს. ტოჩინოშინმა 6 მარცხის ფონზე მე-4 გამარაჯვება იზეიმა და მიზნის მიღწევაც უფრო რეალური გახდა.
აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირას წოდების მქონე გორგოძემ დასავლეთის სეკივაკე იჩინოჯოს იორიკირით აჯობა. შედეგად, ამ უკანასკნელს 7 მარცხი მოუგროვდა და უარყოფით ბალანსთან ერთ ნაბიჯშიღაა. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის კომუსუბი მიოგირიუ იქნება, რომელსაც თანაბარი ბალანსი (5 მოგება, 5 მარცხი) გააჩნია.
თანამემამულის მსგავსად, 4 მოგება და 6 წაგება აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა ამჯერად აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოფუჯისთან იორიკირით წააგო.
ივლისის სუპერტურნირის მე-11 დღეს გაგამარუს პირისპირ დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ამურუ დადგება. რუს სუმოისტს 7 მოგება დ 3 მარცხი აქვს და კაჩი-კოშიმდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს.
ნაგოია ბაშოზე პირველად წააგო იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელსაც სეკივაკე ტოჩიოძანმა ჰატაკიკომით აჯობა. შედეგად, მათ 9-9 მოგება გააჩნიათ, ისევე, როგორც იოკოძუნა კაკურიუს და ოძეკი ტერუნოფუჯის.
ივლისის ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 7:53-დან, ტოჩინოშინის – 11:06-დან