ფეხბურთი

12:49 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივომ” რეის შეურაცხყოფა არ აპატია

ესპანურმა “დეპორტივომ” კონტრაქტი გაწყვიტა ნახევარმცველ ხულიო რეისთან, რომელმაც ჯერ კიდევ 2012 წელს საფეხბურთო კლუბი შეურაცხყო. გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, 2012 წლის ნოემბერში რეიმ თავის “ტვიტერში” კლუბისა და მისი სტადიონის “რიასორის” მიმართ რამდენიმე შეურაცხმყოფელი სიტყვა დაწერა. კერძოდ, მათ მეძავეები უწოდა.

“დეპორტივო” აფიქსირებს, რომ ფეხბურთელმა კლუბის ფორმის ტარება უნდა დაიმსახუროს. ის მეტოქისადმი პატივისცემის, ლოიალურობის, “დეპორტივოსა” და მისი ფასეულობებისადმი პოზიტიური ქცევის მაგალითი უნდა იყოს” – ნათქვამია “დეპორტივოს” ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა მაშინ “ტვიტერში” დაწერილი წაშალა, მაგრამ ის ესპანურ პრესას შემორჩა.

0.124068