ყაზანის “რუბინმა” სოლომონ კვირკველიას სანაცვლოდ 3,5 მილიონი ევრო მოსთხოვა “ტრაბზონსფორს”. ამის შესახებ თურქული გამოცემა haber-ი წერს. ტრაპიზონელებმა თანხის დაკლების შემთხვევაში თანახმანი არიან მოლაპარაკებაზე.
როგორც იცით, “ტრაბზონსფორს” შოთა არველაძე წვრთნის და მისი თანაშემწე გიორგი დევდარიანია. კვირკველიას “რუბინი” რომ იოლად არ დათმობს, ამას თქმა არ უნდა. ქართველ ფეხბურთელს ყაზანში აფასებენ და მთლიანად რუსულ პრემიერლიგაში ერთ-ერთ გამორჩეულ მცველადაც მიიჩნევა.