იტალიის სერია A-ს ბინადარმა "ჯენოამ" ფრანგული "ნანტის" სენეგალელი მცველი ისა სისოხო გაიფორმა. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი იუწყება.
"საფეხბურთო კლუბი "ჯენოა" ადასტურებს "ნანტის" სენეგალელი ფეხბურთელის ისა სისხოს ყიდვის ფაქტს", - წერს "ჯენოას" საიტი.
30 წლის აფრიკელმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 33 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.