სხვა

21:53 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ობიექტები პარლამენტარებმა მოინახულეს

20 ივლისს დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის წევრებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015"-ის ფარგლებში აშენებული სპორტული ობიექტები და ოლიმპიური სოფელი მოინახულეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, დეპუტატებთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015“-ის ფარგლებში აშენებული სპორტული ობიექტები, მათ შორის მზიურის ჩოგბურთის კორტები, ახალი სპორტის სასახლე, „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მდებარე სპორტული ობიექტები და ოლიმპიური სოფელი დაათვალიერეს.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

თეგებითბილისი 2015
0.456182