ესპანეთის ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” ყოფილმა მცველმა მიგელ ანხელ ნადალმა კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ნადალის აზრით, მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.
“ბარსელონა” დიდებული გუნდია ერთი განსაკუთრებული მოთამაშით, რომელიც გვარად - მესია. მას შეუძლია არაფრისგან თამაში მოიგოს. კრიშტიანუ რონალდუ საუცხოოდ თამაშობს, მაგრამ მისი მესისთან შედარება უადგილოა. არგენტინელი სხვა დონეზეა, ვიდრე სხვა ფეხბურთელები. ის უდავოდ მსოფლიოში საუკეთესოა. არავის შეუძლია გააკეთოს მოედანზე ის, რასაც მესი აკეთებს”- ნადალის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
მიგელ ანხელ ნადალი ესპანეთის ნაკრებში 1991-2002 წლებში თამაშობდა, ხოლო “ბარსელონას” ღირსებას 1991-1999 წლებში იცავდა, სადაც 208 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. მიგელ ანხელი 14-გზის დიდი სლემის ჩემპიონის, ჩოგბურთელ რაფაელ ნადალის ბიძაა.