ფეხბურთი

15:26 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძე თანაგუნდელებს ემადლიერება

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის სტარტზე პოლტავის “ვორსკლას” კარში გოლის გამტანმა ლუცკის “ვოლინის” შემტევმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ განვლილ მატჩში თანაგუნდელებთან ერთად შესაძლებლობის 50 პროცენტი აჩვენა.

სანდრო კობახიძე: “ბოგუშის კარში გოლის გატანისას ბურთი განზრახ ისე არ დამირტყია, რომ მიწას მოხვედროდა. ასეთი დარტყმა გამოვიდა და ამიტომ, იმ სიტუაციაში ტრაექტორიის გათვლა რთული იყო (VIDEO). თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს გოლი ჩემი პარტნიორების დამსახურებაცაა, განსაკუთრებით რედვან მემეშევის. მან ბოლომდე იბრძოლა და ორთაბრძოლას არ მორიდებია. ამიტომ, გოლის გატანის მერე მადლობა გადავუხადე”.

- “ვორსკლას” შესახებ მატჩამდე ინფორმაცია გქონდათ?

- დიახ. ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით. ვიცოდით, რომ შეთამაშებული გუნდია, რადგან ბოლო 2-3 წელი პრაქტიკულად ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობენ, ხოლო ჩვენ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავს. ვფიქრობ, შესაძლებლობის 50 პროცენტი ვაჩვენეთ. ჯერ კიდევ სათამაშო ფორმაში შესვლა გვჭირდება, რადგან ეს ჩვენი ნამდვილი თამაში არ იყო.

- მეორე ტაიმში მოედანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მეტოქემ შემთხვევითი გოლი გაგიტანათ...

- ასე არ ვფიქრობ. პირველი ტაიმში “ვორსკლას” უპირატესობა ჰქონდა. მეორე ტაიმი ჩვენ უკეთესად ჩავატარეთ. ფრე 1:1 კანონზომიერი შედეგია.

- 5 დღის შემდეგ, “ვოლინი” სახლში “შახტარს” მიიღებს. მიმდინარე ზაფხულში დონეცკელები გაძლიერდნენ თუ დასუსტდნენ?

- როგორ გითხრათ? უკრაინის სუპერთასის მატჩის მერე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სამი ფეხბურთელის გაყიდვის მიუხედავად, ისინი გაძლიერდნენ. დონეცკელებთან თამაში ძალიან რთული იქნება და მომავალი მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ.

0.119511